რეზონანსი
30.10.2018

 სასტიკად მოკლულ 9 წლის ნანა ბერიაშვილს გორში დღეს დაკრძალავენ. ცხედარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა გორში, ლიახვის ნაპირზე 25 ოქტომბერს იპოვეს. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 34 წლის იაგო ნებიერიძე.

ნებიერიძესთა დაკავშირებით კითხვები კიდევ ერთ ოჯახს აქვს. საუბარია, 11 წლის მოზარდზე, რომელიც 14 წლის წინ გაიტაცეს და აქაც ნებიერიძის სახელი ფიგურირებს.

დაკარგული ბავშვის დედა ამბობს, რომ ნებიერიძე მცირეწლოვნებთანნდობაში შედიოდა და დანაშაულს წინასწარი განზრახვით ჩადიოდა.

„როგორც ჩემი შვილის ჰყავდა მიჩვეული ეგ გოგონაც ეგრე მიიჩვია. მონახა სუსტი წერტილი. ჩემი შვილი ყველას ენდობოდა, მაგრამ თუ ახლოს არ იქნებოდა, არ გაჰყვებოდა. გამოიძიონ სად არის ჩემი შვილი, როგორ არის. სამუდამო პატიმრობაში უნდა ყოფილიყო ეგ“ - ამბობს დაკარგული ბავშვის დედა ხათუნა რაზმაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×