სალომე ზურაბიშვილი დღეს კამერების წინ შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთან, მიხეილ კენჭიაშვილთან ერთად გამოჩნდა. შინაგანს საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კენჭიაშვილი მათი თანამშრომელი იყო, თუმცა სამსახურიდან ორი კვირის წინ წავიდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, გუშინდელი დღის მერე სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა დაიძაბა, დღეს ზურაბიშვილი არც შტაბში მისულა და არც პარტიის ოფისში. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებამ გააბრაზა, რომელმაც თქვა, რომ პარტიის მთავარი შეცდომა ზურაბიშვილის მხარდაჭერა იყო. დღეს კალაძე მედიასთან შეცვლილი რიტორიკით და შეცდომებზე საუბრით გამოირჩეოდა.
„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მზადება მეორე ტურისთვის დაწყებულია, თუმცა რის შეცვლას გეგმავს მმართველი პარტია ერთი თვის ვადაში, უცნობია.