რეზონანსი
29.10.2018

„ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებლის ირაკლი იაშვილის შეფასებით, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით რთულია საუბარი, თუმცა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა, მაშინ მეხსიერებაში  ის პრობლემები ამოიწევს, რაც ბიზნესს მათი მმართველობის პერიოდში ჰქონდა.

„თუ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება უდრის იმ პრობლემების  უკან დაბრუნებას, რაც მაშინ იყო, ეს საშინელებაა. განცხადებების დონეზე რასაც მე ვისმენდი, ტოლობის  ნიშანი არ  არის. ამბობენ, გავითვალისწინეთ ის შეცდომებიო. თუმცა, მნიშვნელოვანი რა არის იცით?  ის შეცდომა კი არა, ბოროტება იყო,“ - განმარტავს იაშვილი.

თუ გაგრძელდება დემოკრატიული პროცესი და მოვლენები კონსტრუქციულად განვითარდა, არაფერი პრობელმა არც ბიზნესისთვის, არც ეკონომიკისთვის და არც ქვეყნისთვის არ იქნება.

„დავით უსუფაშვილს რომ გაემარჯვა, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, რომ რყევები არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა გაიზარდა. თუ მათი მობრუნება უდრის იმას, რასაც აკეთებდნენ თავისი მმართველობის პერიოდში, ეს  კატასტროფა იქნება, ქვეყანა ჩამოიშლება. კეზერაშვილები და მსგავსი ხალხი თუ დაბრუნდა უკან და ბიზნესების გადაფორმებების სერია ისევ დაიწყო, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“-აცხადებს იაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×