რეზონანსი
29.10.2018

 ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სარალიძის ადვოკატ ნესტან ლონდარიძეზე დაყრდნობით, ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„ან რუსთაველის გამზირს აიგივებენ რუსთავთან ან პროცესის თბილისში ჩატარებით სიტუაციის გამწვავებას ერიდებიან. სხვა ახსნა, რატომ ტარდება თბილისში მომხდარ ფაქტზე სასამართლო პროცესი რუსთავში, არ არსებობს“, – ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

გავრცელებული ცნობით, სასამართლო პროცესს ზაზა სარალიძეც დაესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×