რეზონანსი
29.10.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების პირველ ტურში მიღწეულ შედეგს ულოცავს.

ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. ყოფილი პრემიერის თქმით, გუშინ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსებას ვერავინ წაართმევს.

"დიდი სიხარულით მინდა მივულოცო ჩემს მეგობარს, გრიგოლ ვაშაძეს წარმატება. გუშინდელი არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას ღირსებას ვერასოდეს ვერავინ წაართმევს. მიხარია, რომ ჩემი განცდა და სურვილი რეალურად დადასტურდა - ოპოზიცია ერთიანად იბრძვის გამარჯვებისთვის. მეორე ტურში ორმაგი უპირატესობა უნდა დავაფიქსიროთ,"-აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×