რეზონანსი
29.10.2018

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 29-31ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოდ დაბლობში +21, +26, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამისა და დილის საათებში შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება.

1-2 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი, ხოლო 1-2 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 29-31 ოქტომბერს +19, +21 გრადუსი იქნება, 1-2 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×