რეზონანსი
29.10.2018

 (რეზონანსი) ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია იუკურიძე თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, შაქრო ტერტერაშვილისინფორმაციით, მინდია იუკურიძეს სამსახურის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც ახმეტის ოლქი მაღალი მაჩვენებლით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

ტერტერაშვილის თქმით, თავმჯდომარემ ოფიციალური წერილით ცესკო-ს დღეს მიმართა.

სატელეფონო ინტერვიუში გადადგომას ადასტურებს მინდია იუკურიძე. თუმცა, მისი თქმით, ეს პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირდება და გადაწყვეტილება საკუთრი ნებით მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნებში ახმეტის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 45.99% მიიღო, „ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 33.25%.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×