რეზონანსი
29.10.2018

 (რეზონანსი) შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგი გამართა. უსუფაშვილმა საკუთარ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა დაგანაცხადა, რომ მეორე ტურში ის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერსმხარს.

"მადლობა ამომრჩეველს და მირჩევნია ვიყო ასეთი 2,5%, ვიდრე ისეთი 37% ან 38%. სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი, არც ივანიშვილ-ზურაბიშვილ-ფარცხალაძე არ მაძლევს საშუალებას, რომ რომელიმე მათგანსპოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო. ამის თაობაზე "რუსთვი 2-ის" ეთერიდან არასწორი ინფორმაციაგავრცელდა. აშკარად ჟურნალისტს შეეშალა და "სიცრუის ტელევიზიასთან" არ გვქონდა საქმე.

აშკარად, "რესპუბლიკელებთან" მიმართებაში შეეშალათ ჩემი გვარი და მხარდაჭერისთვის მადლობა მომიხადეს. ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ ექნება, ვერც ერთ მათგანში ვერვხედავ საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმები 3703 უბანზე დათვალა, რაც თითქმის100%-ია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ხმები ასე გადანაწილდა:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი - 38.63% (615 403 ხმა).

გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია" - გრიგოლ ვაშაძე - 37.74 % (601 175 ხმა).

„ევროპული საქართველოს" კანდიდატი , დავით ბაქრაძე - 10.97% (174 699 ხმა).

ამავე თემაზე: ცესკო - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება.

ამავდროულად, "ევროპულმა საქართველომ" და "რესპუბლიკურმა" პარტიამ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×