რეზონანსი
29.10.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის "აღიარების" შემდეგ, რომლის მიხედვითაც დიდი ვარაუდით იქნება მოეორე ტური, კომენტარი გააკეთა "რუსთავი 2"-ის გენერალურმადირექტორმანიკა გვარამიამ გადაცემა "კვირის აქცენტებში". მისი თქმით, როგორც ჩანს, "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი საკმაოდ ახლოს იყო რეალურ შედეგებთან, რასაც ადასტურებს პირველ ეტაპზე მოცემული შედეგები.

"ახლა ვნახოთ ვინ წავა ქვეყნიდან" - იხუმრა გვარამიამ ირაკლი კობახიძის მხრიდან მეორე ტურის შესაძლებლობის დაშვების შემდეგ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ დიდი ალბათობით, ამ დროის მონაცემებით იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მათი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×