რეზონანსი
29.10.2018

 პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და არჩევნებზე განვითარებულ მოვლენებს პირადად მას აბრალებს:

„ბიძინა, შე არასწორო კაცო, შენი ბრალია ის, რაც დღეს მოხდა! პირველ ტურში ვერ მოუგე ნაცხროვის ლოქო კანდიდატს. მეორე ტურამდე, 2-3 კვირაში "გადაწყობა" შეუძლებელია და დაგამარცხებენ ნაცები და ნაციპრეზიდენტი წამოსკუპდება სააკოვის აშენებულ ავლაბრის სასახლეში! რატომაა შენი ბრალი? იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რამოდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვი, საკადრო მენეჯმენტში ხომ "დაგვიკიდე" ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარი თავის რისკის ფასად, 2011 წლის ოქტომბრიდანვე შენ გიჭერდნენ მხარს და ჩვენს ნაცვლად პორტირებული ნაცები "დაასაქმე" სახელმწიფო სტრუქტურებში! ჰოდა, შედეგიც შესაბამისი მიიღე, ახია შენზე! მაგრამ, ჩვენ რა დავაშავეთ, ქვეყანამ და ხალხმა, ვისთვისაც ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება აბსოლუტურად მიუღებელია?! თუმცა, "ზოგი ჭირი მარგებელიაო" და ჩვენთვის გამოსავალი არსებობს, აი, შენთვის კი, - არა" - წერს პოლიტოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×