რეზონანსი
29.10.2018

 ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3705 საარჩევნო უბნიდან 3678 უბანი (+11 სპეცუბანი) დათვლა.

დიდი ქალაქების საარჩევნო შედეგები ასეთია:

რუსთავი: გრიგოლ ვაშაძე - 21 775 ხმა (47.14%); სალომე ზურაბიშვილი - 11 242 ხმა (24.34%);

მცხეთა: გრიგოლ ვაშაძე - 8 939 ხმა (41.34%); სალომე ზურაბიშვილი - 7 856 ხმა (36.34%);

გორი: გრიგოლ ვაშაძე - 20 994 ხმა (42.5%); სალომე ზურაბიშვილი - 17 099 ხმა (34.61%);

ხაშური: გრიგოლ ვაშაძე - 9 125 ხმა (43.17%); სალომე ზურაბიშვილი - 7 009 ხმა (33.16%);

ზესტაფონი: გრიგოლ ვაშაძე - 9 815 ხმა (38.57%); სალომე ზურაბიშვილი - 9 041 ხმა (35.52%);

წყალტუბო: გრიგოლ ვაშაძე - 11 921 ხმა (48.2%); სალომე ზურაბიშვილი - 8 143 ხმა (32.93%);

ქუთაისი: გრიგოლ ვაშაძე - 29 585 ხმა (46.98%); სალომე ზურაბიშვილი - 18 058 ხმა (28.67%);

ზუგდიდი: გრიგოლ ვაშაძე - 23 526 ხმა (49.46%); სალომე ზურაბიშვილი - 16 129 ხმა (33.91%);

ფოთი: გრიგოლ ვაშაძე - 6 775 ხმა (39.82%); სალომე ზურაბიშვილი - 5 803 ხმა (34.11%);

ბათუმი: გრიგოლ ვაშაძე - 27 368 ხმა (44.8%); სალომე ზურაბიშვილი - 20 722 ხმა (33.92%);

ყველაზე მაღალი შედეგი გრიგოლ ვაშაძეს ქალაქ თელავში აქვს. 14 341 ხმით ვაშაძემ თელავში ამომრჩეველთა ხმების 50,12 % მიიღო. სალომე ზურაბიშვილს 9 383-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ამომრჩევლის 32,79%-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×