რეზონანსი
29.10.2018

 ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3689 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,7% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი - 599 662-მა.

ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3689 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 99,57 %-ს შეადგენს. 3689 უბნიდან 11 სპეცუბანია.

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97%-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,76%-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26%-მა - დავით უსუფაშვილს, 2,26%-მა - ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33%-მა - კახა კუკავას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×