ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 უბნიდან დათვლილია 1155 +1 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 31.2 პროცენტია.
აღნიშნული უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 162 736 ხმა აქვს, რაც ხმათა 42.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 134 543 (34.97 პროცენტი).
მესამე ადგილზე დავით ბაქრაძე ხმათა 40054, რაც ხმათა 10.41 პროცენტს შეადგენს.
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.