რეზონანსი
29.10.2018

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თბილისში უკვე დათვლილია 85 საარჩევნო უბანი. ამ მონაცემების მიხედვით, კრწანისში (4 საარჩევნო უბნის შედეგი), ისანში (1 საარჩევნო უბნის შედეგი), სამგორში (11საარჩევნო უბნის შედეგი), ნაძალადევსა (14 საარჩევნო უბნის შედეგი) და გლდანში (25 საარჩევნო უბანი) გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, მთაწმინდის (2 საარჩევნო უბნის შედეგი), ვაკის (14 საარჩევნო უბნის შედეგი), საბურთალოს (6 საარჩევნო უბნის შედეგი), ჩუღურეთისა (6 საარჩევნო უბნის შედეგი)და დიდუბის ( 3 საარჩევნო უბნის შედეგი) ოლქებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

მთაწმინდის ოლქში: სალომე ზურაბიშვილი 42,92%, გრიგოლ ვაშაძე 34,25%, დავით ბაქრაძე 7,78%.

ვაკის ოლქში: სალომე ზურაბიშვილი 36,78%, გრიგოლ ვაშაძე 30, 87%, დავით ბაქრაძე 7,94%.

საბურთალოს ოლქში: სალომე ზურაბიშვილი 36,52%, გრიგოლ ვაშაძე 34,21%, დავით ბაქრაძე 7,83%.

კრწანისის ოლქში: გრიგოლ ვაშაძე 37,7%, სალომე ზურაბიშვილი 37,59%, ზურაბ ჯაფარიძე 5,39%.

ისნის ოლქში: გრიგოლ ვაშაძე 37,12%, სალომე ზურაბიშვილი 35,36%, დავით ბაქრაძე 8,32%.

სამგორის ოლქში: გრიგოლ ვაშაძე 40,9%, სალომე ზურაბიშვილი 31,29%, დავით ბაქრაძე 7,93%.

ჩუღურეთის ოლქში: სალომე ზურაბიშვილი 39,59%, გრიგოლ ვაშაძე 32,16%, დავით ბაქრაძე 8,92%.

დიდუბის ოლქში: სალომე ზურაბიშვილი 40,58%, გრიგოლ ვაშაძე 31,12%, ზურაბ ჯაფარიძე 7,22%.

ნაძალადევის ოლქში: გრიგოლ ვაშაძე 38,5%, სალომე ზურაბიშვილი 31,14%, დავით ბაქრაძე 7,6%.

გლდანის ოლქში: გრიგოლ ვაშაძე 40,93%, სალომე ზურაბიშვილი 29,96%, დავით ბაქრაძე 9,45%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×