რეზონანსი
29.10.2018

 ქუთაისში 37 საარჩევნო უბანი უკვე დათვლილია. ქუთისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული, ხმების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მეორე ადგილს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იკავებს.

დათვლილი ხმებიდან გამომდინარე, საპარლამენტო ქალაქში ამ დროის მონაცემებით მესამე ადგილზე “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, მეოთხეზე შალვა ნათელაშვილი, მეხუთე ადგილს კი თემურ შაშიაშვილი იკავებს.

ქუთაისში 124 საარჩვნო უბანია, არჩევნებზე 65 000 ამომრჩეველი მივიდა. ამ დროისთვის 37 საარჩევნო უბნის შედეგებია ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×