რეზონანსი
28.10.2018

 რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მეორე ტური დაადასტურა. მისი თქმით, უკვე დათვლილია 1000 უბანი და შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური გარდაუვალია. როგორც პარლამენტის თამჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა,  ორივე ძირითადი ეგზიტპოლების შედეგები აცდენილია რეალობას და ცხადია, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

"ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ეს ცხადია 1000 უბნის მონაცემებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×