რეზონანსი
28.10.2018

ამ წუთებში, ახალქალაქში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა. ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურად გაუსწორდა კომისიის წევრს, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენს. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიციაც.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თეონა ჭალიძე ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარაგოზიანმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უბნის შემაჯამებელი ოქმის ნახვის საშუალება არ მისცა.

„როცა უბნის შემაჯამებელ ოქმის ნახვას ვითხოვდი, ოთახიდან თმებით გამომათრია" -ამბობს თეონა ჭალიძე.

მარაგოზიანს კიდევ ერთი კომისიის წევრი დაუპირისპირდა. მეგო გოცირიძე მარაგოზიანს ჭალიძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დაუპირისპირდა. ის კომისიის თავმჯდომარეს გადამალული ბიულეტინების დაბრუნებას სთხოვდა.

"წიხლქვეშ გამიგდეს და არ მიშვებდნენ შიგნით. რატომ სცემე ჭალიძეს? მომეცი ბიულეტინები სად წაიღე."-მიმართა გოცირიძემ მარაგოზიანს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×