რეზონანსი
28.10.2018

 „ნაციონალური მოძრაობის" ლიდეერი ნიკა მელია აცხადებს, რომ შესაძლოა ვაშაძემ პირველივე ტურში მოიგოს. ამის შესახესბ მელიამ „კვირის აქცენტების" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი არსებული მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, „ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხდა. ნიკა მელიას განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები თავად მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

„მოატყუა „ოცნებამ", მოატყუეს „ოცნება". „ქართული ოცნება" დამარცხდა, მთავარი რამ წააგო „ქართულმა ოცნებამ", აღარავის სჯერა მათი, მხილებულნი არიან საარაკო ტყუილებში. „ქართული ოცნების" დეპუტაციის უდიდესი ნაწილი თავად მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×