საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობას" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მდინარაძის თქმით, ნაციონალები ტყუიან, როდესაც ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაზე ავრცელებენ ინფორმაციას. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
"ერთ-ერთი შემთხვევა, რაც გამოვიკვლიეთ და დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ქალბატონმა თავად დაადასტურა, რომ ის "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ სამი დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებდა, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე უბნები, ლაპარაკია საჯარისო ნაწილებზე. მინდა გითხრათ, რომ ამ ორივე უბანზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა. ორივე უბანზე პირველივე ტურში გამარჯვებულია სალომე ზურაბიშვილი, ასე რომ აქაც ტყუილს აღმოაჩნდა მოკლე ფეხები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შტაბი ცესკოს შედეგებს ელოდება.