რეზონანსი
28.10.2018

 გორთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. გორი-კარალეთის მონაკვეთზე ერთმანეთს „ბე-ემ-ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა და „მინივენი“ შეეჯახა.

ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამი დაშავებული კი მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„შემოყვანილი სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთაგან სამივე მამაკაცია. მათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. სამივე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა და კვლევების პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან საუბრისას ექიმმა ლექსო ხეთაგურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×