ცესკოში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გააკეთეს განცხადება. ცეკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74%
ყველაზე დაბალი აქტივობა მარნეულში - 36,47%.
რაც შეეხება თბილისს, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 45,4%.
ცეკსოს ცნობით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აქტივობა 46,6% იყო. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 52.3%, გრიგოლ ვაშაძეს 28.1%; დავით ბაქრაძეს 9.2%; ზურაბ ჯაფარიძეს 3.3% აქვს.
განსხვავებულია "რუსთავი 2"-ისა და "ნაციონალური მოძრაობის" ეგზიტპოლის შედეგები. ასევე სხვა მონაცემები გამოაქვეყნა "ევროპულმა საქართველომ", ამასთან ევროპელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში მხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.