რეზონანსი
28.10.2018

ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნებში ხმების დათვლა მიმდინარეობს. ამომრჩეველთა აქტივობამ 46.7% შეადგინა.

„დაიხურა საარჩევნო უბნები. მიმდინარეობს ხმების დათვლა. მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგომში დაუყოვნებლივ განთავსებული იქნება ცესკო-ს სპეციალურ ვებგვერდზე. ვვარაუდობთ, რომ საზოგადოებისათვის პირველადი შედეგების მიწოდა დაახლოებით 02:00 საათისთვის იქნება შესაძლებელი", - განაცხადა მიქელაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×