
„ქართული ოცნების" დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მეორე ტურის დანიშვნა მოხდეს. მათი თქმით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ცდომილება 2,5%-მდეა.
„მაინც მგონია, რომ ეს 52 % კიდევ უფრო გაიზრდება. მე პირადად მგონია, რომ მოიმატებს მაგრამ არ გამოვრიცხავ მეორე ტურს"- ამის შესახებ განცხადება, გია ვოლსკიმ გააკეთა. ირაკლი კობახიძის შემდეგ, რომელმაც "ქართული ოცნების" ეგზიტპოლების გაგებისთანავე სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა, მმართველი გუნდის სხვა წევრები, შედეგების შეფასებაში შედარებით ფრთხილები. ისინი ამბობენ, რომ დაელოდებიან ცესკოს მონაცემებს და ამასთან არც მეორე ტურს გამორიცხავენ.
„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცესკო-ს ანგარიშს ელოდება. მისი თქმით მართალია მათ მიერ ცატარებული ეგზიტპოლებით ზურაბიშვილი ლიდერობს, მეორე ტურს მაინც არ გამორიცხავს.
„დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, განხორციელდება დათვლა და დიდი ალბათობა არის იმის, რომ პირველივე ტურში დამთავრდება ყველაფერი," - განაცხადა კალაძემ.
"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით პირველივე ტურში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილს 52.3% აქვს. ამავე ეგზიტპოლების მიხედვით, 28.1% აქვს გრიგოლ ვაშაძეს ხოლო 9.2 % დავით ბაქრაძეს.
გამოკითხვა "ქართული ოცნების" დაკვეთით "ფსიქოპროექტმა" ჩატარდა.