რეზონანსი
28.10.2018

 „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცესკო-ს ანგარიშს ელოდება. მისი თქმით მართალია მათ მიერ ცატარებული ეგზიტპოლებით ზურაბიშვცილი ლიდერობს, მეორე ტურს მაინც არ გამორიცხავს.

„დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, განხორციელდება დათვლა და დიდი ალბათობა არის იმის, რომ პირველივე ტურში დამთავრდება ყველაფერი," - განაცხადა კალაძემ.

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით პირველივე ტურში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილს 52.3% აქვს. ამავე ეგზიტპოლების მიხედვით, 28.1% აქვს გრიგოლ ვაშაძეს ხოლო 9.2 % დავით ბაქრაძეს.

გამოკითხვა "ქართული ოცნების" დაკვეთით "ფსიქოპროექტმა" ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×