რეზონანსი
28.10.2018

 პარტია “ევროპული საქართველო”-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი ამომრჩევლების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, მან მაინც ვერ შეძლო გამარჯვება.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ ჩვენი მხარდამჭერების ბაზა ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც ალბათ თავის როლი ითამაშა ქვეყანაში არსებული ვითარების რადიკალიზაციამ, მკვეთრმა პოლარიზაციამ და სხვა ფაქტორმა, მაგრამ ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ მიუხედავად გაზრილი მხარდამჭერებისა, ევროპულმა საქართველომ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც იყო ამ არჩევნებში გამარჯვება. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენ თითოეულ მხარდამჭერს ვინც გვერდით დაგვიდგა და ხმა მოგვცა და ვუთხრა, რომ მომავალშ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.”– განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×