რეზონანსი
28.10.2018

 საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%

მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1%

მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%

მეოთხე ადგილი - ზურაბ ჯაფარიძზე 3.3%

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს. "რუსთავი 2"-ის ცნობით ეგზიტპოლის ეს მონაცემები 16:00 საათისთვის არის ცნობილი. დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასეთია:

დავით ბაქრაძე - 10%

შალვა ნათელაშვილი - 3%

დავით უსუფაშვილი - 2%

ზურაბ ჯაფარიძე - 2%

ეგზიტპოლი ასევე "ევროპული საქართველოს" დაკვეთით, BCG Research-მა ჩაატარა. მისი შედეგები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 37%; სალომე ზურაბიშვილი - 34%, დავით ბაქრაძე - 17%; შალვა ნათელაშვილი - 5%, სხვა კანდიდატები - 7%.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×