რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) ნასაკირალის 59 საარჩევნო უბანთან პოლიციის დიდი ოდენობაა მობილიზებული. ამის შესახებ "ნიუპოსტს" გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის წარმომადგენელმა, ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბესიკ ქათამაძემ აცნობა.

მისივე თქმით, პოლიციელთა მობილიზაციის მიზეზი გაუგებარია, დღეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ნასაკირალის ორივე უბანში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მიუხედავად არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×