(რეზონანსი) 17:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38,16% შეადგინა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი არჩევანი 1 337 284 ამომრჩეველმა გააკეთა.
მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ამბროლაურის ოლქში 53,6% დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში 28,7%. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში აქტივობამ 36,2% შეადგინა.
ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს დაფიქსირებულ მონაცემს, 17:00 საათის მდგომარეობით მაშინ აქტივობამ შეადგინა 39,1%.