(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება. გადამოწმების შედეგად 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.
7 საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.
"მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთი და "ქართული ოცნების" ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
"29 ფაქტიდან დარჩენილ 7 ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. ვინაიდან შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი, სხვადასხვა სარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე", - ნათია მეზვრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.