რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) გორის #21-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად ცხენით მივიდა, თუმცა უბანზე შესვლის უფლება სკოლის დაჯარმა არ მისცა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

როგორც დაჯარმა თქვა, სკოლის ეზოში ცხოველით შესვლა აკრძალულია. როგორც qartli.ge წერს, ამომრჩეველი განაწყენდა და ტერიტორია ხმის მიცემის გარეშე დატოვა.

"კომბინატის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო იპოდრომზე ვმუშაობ. სახლში ვიყავი, პირადობის მოწმობა წამოვიღე სპეციალურად. აქ კი მითხრეს, რომ ცხენის გაჩერება არ შეიძლებაო. აღარც შევსულვარ შიგნით", - განაცხადა ამომრჩეველმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×