გავრცელდა ხმა, რომ თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლეს, გია როინიშვილს შეურიგდა. მუსიკოსისა და მსახიობის ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაფუჭდა. წყვილი წლებია ცალ-ცალკე ცხოვრობს. ბოლო პერიოდში თამრიკო საზოგადოებაში ყოფილ მეუღლესთან, გია როინიშვილთან ერთად ჩნდება.
"ჩვენ გაბუტულები არ ვყოფილვართ. იყო გულისტკენა, წყენა, მაგრამ, როგორც ჩანს, დრომ თავისი მოიტანა. ბევრი რამ გადავაფასეთ, ღირებულებები... ჩვენს ყველაზე დიდ სიმდიდრეს – შვილებს, შვილიშვილები დაემატნენ. მზრუნველობა ჩემი მხრიდან გიას არც ადრე აკლდა და არც დღეს აკლია. უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, თორემ მთელი დღის განმავლობაში ერთად ყოფნა გვიწევს.
სასაცილოც არის იმაზე ფიქრი, ვინ რას იტყვის, ერთად თუ დაგვინახავს. ვინც ჩვენი გულშემატკივარია, მინდა დავამშვიდო, რომ ძალიან ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს. დღეს ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული, ჩვენ ვიცხოვრებთ თუ არა ერთად" - ამბობს "პრაიმტაიმთან" ჭოხონელიძე.