რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) "რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, ამბროლაურის საოლქო ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ზვიად მხეიძე ამომრჩეველთა მობილიზების მიზნით დამატებითი თანხის გამოყოფას ითხოვს.

წერილი ირაკლი კობახიძის სახელზეა დაწერილი. მისი ავთენტურობა დადგენილი არ არის. ზვიად მხეიძის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 28 ოქტომბრისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა ჩამოსაყვანად ესაჭიროებათ თანხა.

"მოგახსენებთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების დღისთვის, 28 ოქტომბრისთვის დამატებით გვესაჭიროება თანხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა ჩამოსაყვანად ამბროლაურში შემდეგი კალკულაციით. დამატებით მოწოდებული სიების მიხედვით, ჩამომსვლელ ამომრჩეველთა რაოდენობა თბილისიდან და ქუთაისიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეადგენს 26 ადამიანს, აქედან 23 ადამიანი თბილისიდან, 3 ადამიანი ქუთაისიდან. თბილისიდან ჩამოსულ ამომრჩეველს ეძლევა 50 ლარი, რომელიც ფარავს ტრანსპორტირების და კვების ხარჯს, ქუთაისიდან ჩამოსულ ამომრჩეველს ეძლევა 25 ლარი, რომელიც ტრანსპორტირების და კვების ხარჯს. შესაბამისად, ამომრჩეველთა ჩამოსაყვანად ამბროლაურში საჭიროა 23X50=1150, ქუთაისიდან 3X25=75 ლარი, სულ დამატებით ამომრჩეველთა ჩამოსაყვანად გვჭირდება 1225 ლარი," - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×