რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივესთან „მერსედესის" მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა 6-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულთაგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ავარიის შედეგად დაზარალებული 6 პირი ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ წუთებში ყველა საჭირო კვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ბავშვებს - 3, 4 და 5 წლის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთ დაშავებულს, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, დაუყოვნებლივ ოპერაცია ჩაუტარდეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×