რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, გაუჩინარებული 8 წლის გოგონა საღამოს დაღუპული იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში დააკავა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×