(რეზონანსი) 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 47,1% ამბროლაურის ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი 23,6% მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.
"15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%, რაც რაოდენობრივად არის 1 085 730 ამომრჩეველი. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების აქტივობას, 15:00 საათისთვის მაშინ აქტივობამ შეადგინა 32,1%", - განაცხადა ანა მიქელაძემ.