რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) ტელეკომპანია "რუსთვაი 2"- ის გენარალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

გვარამიას მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ 5-დან 8 საათამდე. ნიკა გვარამიას განცხადებით, სწორედ ამ დროისთვის შეეცდება ხელისუფლება შედეგების გაყალბებას.

„ჩვენ არ მოგცემთ ეგზიტპოლების გაყალბების საშუალებას, არც არჩევნების გაყალბების საშუალებას. ხედავთ როგორ მუშაობს კურიერი. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა დამკვირვებელს, რომ არ მისცენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, ეს იგეგმება 05:00-დან 08:00 საათამდე. განსაკუთრებით ყურადღებით იყონ ამ დროს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×