რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებმა, 80 წლის დათა ვანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

დათა ვანიშვილი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს, არ გადაეკვეთა ე.წ. საზღვარი და ხმის მისაცემად არ გადასულიყო. გაფრთხილების მიუხედავად, დათა ვანიშვილი უკვე მესამე არჩევნებია, მაინც ახერხებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

„სულ ჩემები არიან, ჩემი ქვეყანაა და გადმოვედი ხმის მისაცემად მავთულხლართებზე ხელიც გავიჭერი, მაგრამ ვერავინ დამიშლის აქეთ გადმოსვლას. უბანზე მივედი და პირადობის მოწმობა დამრჩენია, უკან მივბრუნდი, ცოლს ვთხოვე და გადმომაწოდა მავთულებიდან. დამეხმარნენ აქაურები, მივედი ისევ და ხმა მივეცი. ხმა მივეცი იმას, რომ ეს მავთულები აღარ იყოს, თავისუფლად შევძლო გადასვლა და ჩემი ბაღის დამუშავება. დავიღალე ასე მარტო ცხოვრებით", - განაცხადა დათა ვანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×