რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) "ცესკოს მიერ არჩეული მუდმივმოქმედი წევრი მარნეულში - ირაკლი კვარაცხელია - პირადად ცდილობს გაყალბებას და მხილების შემდეგ სამარცხვინოდ გარბის უბნიდან" - ინფორმაციას ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნუგზარ წიკლაური ავრცელებს და "ფეისბუქზე" შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბის უბნიდან დასახელებული პირი, რომელსაც ცესკოს აკრედიტაცია აქვს, თუმცა უარყოფს, რომ კომისიის წარმომადგენელია.

აღნიშნული პიროვნება მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის სავარაუდოდ ხმის მიცემას ცდილობდა, თუმცა აღენიშნებოდა მარკირების კვალი, რასაც თავად კვარაცხელიამ "ლაქა" უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×