რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად, მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანში მივიდა.

"ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს. ვფიქრობ, დღევანდელი არჩევანით, რომელსაც უმრავლესობა გააკეთებს, საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე. მოვძებნით სწორ გზას - ევროპა და კულტურა, რაც ჩვენი დიდი ისტორიის პატივისცემა იქნება. საბოლოოდ ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც ევროპაა.

მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, აქ უკვე არავითარი კითხვის ნიშანი არაა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×