რეზონანსი
28.10.2018

 ნასაკირალის (ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისია) 59 და 16 საარჩევნო უბნებში უამარვი ამომრჩეველი ხმის მიცემას ვერ ახერხებს. როგორც ადგილობრივი ლიდერი, ბესო ქათამაძე ამბობს ამის მიზეზი მათი საარჩევნო სიებში არყოფნაა.

"უამრავმა ადამიანმა, რომლებიც წლების განმავლობაში ხმას ნასაკირალში აძლეცდნენ აღმოაჩინეს, რომ მათი სახელი და გვარი საარჩევნო სიებში არ არის. გადამოწმებისას, გაირკვა რომ ისინი ბათუმის, ბოლნისის და წალკის უბნებზე არიან გადანაწილებულნი, უმრავლესობა მათგანი ქათამაძეა" - აცხადებს ვაშაძის წარმომადგენელი ბესო ქათამაძე.

"წლებია აქ ვაძლევ ხმას. აქ დავიბადე გავიზარდე, ყველა ბოლო არჩევნებში ნასაკირალში ვაძლევდი ხმას. მოვედი დღეს და მეუბნებიან წალკაში ხარ ჩაწერილიო, არადა წალკაში ერთხელ ვარ გავლით ნამყოფი", - უთხრა "გურიის მოამბეს" ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩენილი ამირან ქათამაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×