რეზონანსი
28.10.2018

 ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები უშუალოდ საარჩევნო უბნების შესასვლელებთან, ღობეებზეა გაკრული. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა იმ საარჩევნო უბნებზე მივიდა, სადაც მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება. მან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები საკუთარი ხელით ჩამოხია. გარდა ამისა, ერთ-ერთ უბანზე პოსტერების ჩამოხევის დროს, მას გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატთან „ქართული ოცნებიდან". ვითარება დაიძაბა, მაგრამ მოგვიანებით განიმუხტა.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა და მას აუცილებლად გაასაჩივრებს.

"ჩვენ, როგორც აკრძალულ ატრიბუტიკას, ამას ჩამოვხსნით. სარჩელი უნდა დაიწეროს ამაზე, დავწერთ კიდეც,“ – აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×