რეზონანსი
28.10.2018

 მომღერალი თეონა კონტრიძე “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს პარლამენტარ გია ჟორჟოლიანს თბილისში, ფხაკაძის ქუჩაზე "ოლიგარქული" სამფლობელო აქვს.

"ამჟამად ვიმყოფები კახეთში , კონცერტი მქონდა და ტრადიციულად ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი. რას ვხედავ: შუქდება პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის "ოლიგარქული" სამფლობელო ფხაკაძის ქუჩაზე (უკვე ალექსანდრე იოსელიანზე). სასაცილოა სატირალი რომ არ იყვეს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას … სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ... გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ მილიონგზის პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორი შორს არის ფუფუნებიდან მისი ყოფა…. უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება" - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×