რეზონანსი
28.10.2018

 გორში ტრაგიკულად გარდაცვლილი 8 წლის გოგონას ოჯახს ხათუნა ბერძნიშვილმა მიუსამძიმრა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გალუსტაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა აცნობეს. ბერძნიშვილი იმ მოზარდის დედაა, რომელიც 2004 წელს გაუჩინარდა. 11-წლის ბიჭი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი იმ საქმეში ფიგურირებდა, რომელიც 14 წლის წინ მოხდა. 11-წლის ბიჭის გატაცების ფაქტზე გამოძიებამ, 2004 წელს, დაკავებულს ბრალი ორი - უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და ფულის გამოძალვის მუხლით წაუყენა.

გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ბავშვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი არ დაუდასტურდა. ხოლო ფულის გამოძალვის ნაწილში სასჯელი შეუფარდა. დაკავებულმა 9 წელი და 3 თვე გაატარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×