რამდენიმე წუთის წინ გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, სადაც 8 წლის გოგონა მოკლეს საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. შს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება არ წარმოადგენს ,,საგამოძიებო ექსპერიმენტს".
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორის შს სამმართველოს თანამშრომლები იმ სახლში იმყოფებიან, სადაც კინოლოგებმა სისხლის კვალი ნახეს. ამ სახლში 9-წლის გოგონას მკვლელობის გამო დაკავებული პირი სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.
,,საგამოძიებო ექსპერიმენტის" ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს გარდაცვლილი ოჯახის წევრებსაც.
მოკლული გოგონას ახლობლებს ეგონათ, რომ ტერიტორიაზე დაკავებულსაც მიიყვანდნენ. რამდენადაც ინფორმაცია არ დადასტურდა, ისინი უკან გაბრუნდნენ.