რეზონანსი
27.10.2018

 „ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ ოფიციალური განცხადებას ავრცელებს:

,,გადაცემის „ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ ერთ-ერთი სტუმარი იყო ქუჩის ბიჭი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო. მომღერალმა ნამდვილად მოიგო 5900 ლარი, რომელიც გადაცემის გასვლიდან ორ კვირაში ჩაერიცხებოდა(კონტრაქტის მიხედვით ასეა). გადაცემა დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიწერა, მაგრამ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა, „ფარული კონვერტის“ ნაცვლად ორშაბათ საღამოს გადიოდა პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანი“, გადაცემა ამ ეტაპამდე ეთერში არ გასულა. ამის შესახებ თავად ირაკლი ინფორმირებული იყო. ის რუსთავი 2-ის ეთერში მაინც გავიდოდა მიუხედავად იმისა, რომ პიკასომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის ღია მხარდამჭერი გახდა.

მას შემდეგ რაც ის სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული მომღერალი გახდა, ჩვენი ვარაუდით მან გადაწყვიტა რომ მეტი ქულები დაეწერა თავისი რჩეული პოლიტიკური გუნდისთვის და სტატუსად დაწერა სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, რომ თითქოს მას გადაცემის პროდიუსერი ეკა დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოგებული თანხა სალომე ზურაბიშვილმა გადაუხადოს და ის ნიკა გვარამიამ დაბლოკა. მიუხედავად მისი პოლიტიკური ორიენტაციისა, გადაცემა მისი მომნაწილეობით სატელევიზო ბადეში იჯდა და უახლოეს ორშაბათს აუცილებლად გავიდოდა. აგრეთვე გვინდა აღვნიშნოთ რომ რამდენიმე გადაცემის წინ გადაცემა "ფარული კონვერტის" სტუმარი იყო მსახიობი გიორგი გურგულია,რომელიც ასევე მონაწილებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×