სამართალდამცავებმა, გორში 8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის საქმეზე იაგო ნებიერიძის თანამშრომლები დაკითხეს. მუშები, რომლებიც ბრალდებულთან ერთად იყვნენ დასაქმებული, გამომძიებლებმა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ისინი იხსენებენ, რომ 25 ოქტომბერს არც ერთი მათგანი სამუშაოდ არ იმყოფებოდა, რადგან დასვენების დღე უნდა ჰქონოდათ. მათთვის უცნობია, რატომ მივიდა იმ დღეს მშენებლობაზე იაგო ნებიერიძე.
„ყველამ კარგად ვიცოდით, რომ უნდა დაგვესვენა 2-3 დღე. არ ვიცი, რატომ მივიდა. ალბათ, გულში რამე ჰქონდა, იქ არ უნდა მისულიყო. ჩვენ მაგის ტელეფონებს ვერ შევამოწმებდით იმიტომ, რომ ჯერ ვერ ვიკადრებდი და მეორეც, რომ სულ ჯიბეში ჰქონდა ტელეფონი, არც ისეთი არაფერი შეგვინიშნავს. იძახიან, რომ სურათები ჰქონდა გადაღებული,“ – ამბობს ერთ-ერთი მუშა.
მშნებლობაზე მომუშავეები ამბობენ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ წითელი ურიკა, რომელზეც დღეს განცხადება გარდაცვლილის ბაბუამ გააკეთა.