სახლის პატრონი, სადაც დაკავებული იაგო ნებიერიძე მასთან მუშაობდა, ამბობს, რომ სახლში ისე მიიყვანეს, რომ კარგად არ იცნობდნენ.
„ბირჟიდან მოყვანილი მუშა არის ეგ. ჩვენ რომ გვცოდნოდა ეგ, მაგას გავიკარებდით საერთოდ? საერთოდ გვერდზე მივიკარებდით მაგას? აღარ ვვარგივართ. მოდიოდა აქ, როგორც მუშები, პურს ჭამდნენ, მიდოდა, მოდიოდა, მე რა ვიცოდი, რომ აქ მანიაკი მეჯდა სახლში, ჩვენ ვიცოდით ეგ? ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, შოკში ვართ, წვრილშვილის პატრონი ვართ, პატარა ბავშვები, ბიჭები, შვილები, შვილიშვილები, არაფერი არ ვიცოდით,“ – ამბობს სახლის მეპატრონე.