სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მონაწილეობის გამო, „რუსთავი 2“-მა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მოგებული თანხის გადახდაზე მომღერალ ირაკლი ნოზაძეს უარი უთხრა.
„როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა! ცოტა ხნის წინ, „რუსთავი 2“-ის პროექტ „ფარულ კონვერტში“ 5900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს, მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე, დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი (ეკა) და მითხრა, ფული სალომემ გადაგიხადოსო.
მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებასა და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.
ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი „რუსთავი 2“-ელებმა გაინაწილონ“, – წერს ირაკლი ნოზაძე.