რეზონანსი
27.10.2018

 რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ნე­ბი­ე­რი­ძე საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე მე­სა­მედ აღ­მოჩ­ნდა და მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა. რა და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს და რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა 9 წე­ლი­წად­ში პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც 18 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი?

მას შემ­დეგ, რაც იაგო ნე­ბი­ე­რი­ძემ სას­ჯე­ლი თან­ხის ან­გა­რე­ბით გა­მო­ძალ­ვის მუხ­ლით მო­ი­ხა­და, მე­ო­რედ 2008 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს. სა­სა­მარ­თლომ სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით არა­ერ­თგზის ჩა­დე­ნი­ლი ძარ­ცვა-ყა­ჩა­ღო­ბის­თვის მას 18 წელი შე­უ­ფარ­და (ბრალ­დე­ბულს ჰყავ­და 17-მდე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან ნე­ბი­ე­რი­ძემ ზოგს ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვა, ზოგს - სამ­კა­უ­ლი და ა.შ.). ნე­ბი­ე­რი­ძის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ძარ­ცვა-ყა­ჩა­ღო­ბის ეპი­ზო­დე­ბი ხდე­ბო­და რო­გორც გო­რის, ასე­ვე თბი­ლი­სის მას­შტა­ბით. სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა ეს საქ­მე შეკ­რი­ბა და ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თი­ა­ნად გა­ა­სა­მარ­თლა.

"კვირის პალიტრიის" ინფორმაციით, გორის მცხოვრები 26 წლის იაგო ნებიერიძე მეორედ 2008 წელს დააკავეს, 2009-ში მას სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით (178-ე და 179-ე მუხლებით) 18 წელი მიუსაჯეს, 2013 წელს მას ამნისტიით სასჯელის მეოთხედი მოაკლდა და სააპელაციომ შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 10 წელი დაუტოვა. 2014 წელს, იაგო ნებიერიძემ საპატიმრო დაწესებულებაში მიიყენა თვითდაზიანება და მას სამართებლის შენახვისთვის (378-ე პრიმა მუხლი) დაუმატეს 5 წელი. 2016 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნებიერიძეს სასჯელის ვადა გაუნახევრა და 2018 წლის თებერვალში გათავისუფლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×