რეზონანსი
27.10.2018

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გორში მომხდარი ტრაგედიის გამო  მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

"ბატონ მიქაელ და ქალბატონ ნათია ბერიაშვილებს მათ ჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდია თქვენი განსაცდელი და მწუხარება მომხდარის გამო. ამ ფაქტმა შეძრა არა მარტო გორი არამედ მთელი ქვეყანა ვფიქრობთ ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღებლად. ძალადობის ასალაგმად. მომავალი თაობის დასაცავად. მაგრამ პირველ რიგში რა თქმ უნდა მინდა გამოვხატო, თქვენდამი თანაგრძნობა და ამასთან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია დარწმუნებული ვარ პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდა და იგი უფის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათ განგამტკიცებთდა განგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც. ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული", - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×